გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამთა მეგრელიშვილი: ეკა გიგაური, რევოლუციური სცენარის აგრესიული კამპანიის პროცესში ღიად ჩაერთო, არასამთავრობო სექტორი საგანგებოდ რევოლუციისთვის გადამზადებული ახალგაზრდებით ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის, არეულობისთვის და ნანატრი რევოლუციისთვის

30-08-2024

„ეკა გიგაური, რევოლუციური სცენარის აგრესიული კამპანიის პროცესში ღიად ჩაერთო“, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, გიგაურმა ახალგაზრდები გააფრთხილა, რომ საპარლამენტო არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს და ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შანსი არ აქვთ, შესაბამისად, საჭიროა მზაობა, რათა არჩევნების მიმდინარეობისას, ასევე დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციების გამართონ.


„ეკა გიგაური, რევოლუციური სცენარის აგრესიული კამპანიის პროცესში ღიად ჩაერთო. ყვარელში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყვარლის ევროკლუბის“ ოფისში 14 აგვისტოს გამართული შეხვედრისას ახალგაზრდებს მან განუცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს „ქართული ოცნება“ და ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შანსი არ აქვთ და შესაბამისად საჭიროა მზაობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოახდინონ ახალგაზრდების ორგანიზება, რათა არჩევნების მიმდინარეობისას, ასევე დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციების გამართონ. გიგაურის განცხადებით, დაფინანსება იქნება და ისინი დაფინანსებებს მიიღებენ უცხო ქვეყნიდან.


ეს არის მძიმე სცენარი რაზეც არაერთხელ დამიწერია და მისაუბრია. არასამთავრობო სექტორი საგანგებოდ რევოლუციისთვის გადამზადებული ახალგაზრდებით ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის, გამოსვლებისთვის, არეულობისთვის და 2012 წლიდან დღემდე მათთვის ნანატრი რევოლუციისთვის,” - წერს თამთა მეგრელიშვილი.