გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან ნიკოლეიშვილი: საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი არ მოსწონთ მათ, ვინც თავის დროზე ასეთ კონკურსებს არა თუ პირდაპირ ეთერში ასაჯაროებდნენ, არამედ მხოლოდ თავისიანები გაჰყავდათ გამოცხადებული

30-08-2024

„საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი არ მოსწონთ ... ვის? რა თქმა უნდა, მათ, ვინც თავის დროზე ასეთ კონკურსებს არა თუ პირდაპირ ეთერში ასაჯაროებდნენ, არამედ მხოლოდ თავისიანები გაჰყავდათ, კონკურსი კი ფორმალურად ცხადდებოდა. შემდეგ ეს ხალხი თავიდან ბოლომდე ჩართული იყო არჩევნების გაყალბების სხვადასხვა სახის მაქინაციებსა თუ თაღლითობაში“, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციაზე.


მისივე თქმით, კომისიების წევრების კონკურსზე რადიკალურ ოპოზიციას ზუსტად იგივე მესიჯი აქვთ რაც წინა წლებში ჰქონდათ - ნეპოტიზმი.

მანვე აღნიშნა, რომ ის ხალხი გვესაუბრება ნეპოტიზმზე, რომელსაც მრავალჯერადი პოლიტიკური განქორწინება-ქორწინების შედეგად შობილი მახინჯი პოლიტიკური შვილების დაბადების ყველაზე დიდი პრაქტიკა გააჩნიათ.


„გამოცხადებული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი არ მოსწონთ ... ვის? რა თქმა უნდა, მათ ვინც თავის დროზე ასეთ კონკურსებს არა თუ პირდაპირ ეთერში ასაჯაროებდნენ, არამედ მხოლოდ თავისიანები გაჰყავდათ, კონკურსი კი ფორმალურად ცხადდებოდა. შემდეგ ეს ხალხი თავიდან ბოლომდე ჩართული იყო არჩევნების გაყალბების სხვადასხვა სახის მაქინაციებსა თუ თაღლითობაში. ვის არ ახსოვს, კოლექტიური თარხნიშვილ-ხარატიშვილები ჯერ როგორ მუშაობდნენ ცესკოში, მერე კი მათ მიერ „გამარჯვებულად“ გამოცხადებულ პოლიტიკურ პარტიებში როგორ გადასკუპდებოდნენ თანამდებობაზე. ამას კი ჩვენი დემოკრატიისთვის მებრძოლი უცხოელი მეგობრები, რატომღაც ვერ და არ ამჩნევდნენ.


კომისიების წევრების კონკურსზე რადიკალურ ოპოზიციას და მათ მიმდევრებს ზუსტად იგივე მესიჯი აქვთ ახლაც, რაც ჰქონდათ 2016, 2017, 2018 თუ 2021 წელს - ნეპოტიზმი! ნეპოტიზმზე გვესაუბრება ის ხალხი რომელსაც მრავალჯერადი პოლიტიკური განქორწინება-ქორწინების შედეგად შობილი მახინჯი პოლიტიკური შვილების დაბადების ყველაზე დიდი პრაქტიკა გააჩნიათ. „ნეპოტიზმით აღშფოთებულებმა,“ უბრალოდ ძველი ფოტო და ვიდეო მასალას გადახედონ, სადაც მათი უამრავი საგმირო საქმეა შემონახული. ძველი დრო ახსოვთ, არ გამოსდით, გული წყდება, რასაც თვითონ აკეთებდნენ სხვას აბრალებენ, ვითომდა კონკურსის შედეგად, სწორედაც ნეპოტიზმით, რომ ხვდებოდნენ სხვადასხვა სასურველ ადგილებზე. იცით რა გამახსენდა სპორტულ სექციის, სიმღერის გუნდის თუ საცეკვაო ანსამბლის კონკურსში ვერ გასული, დედიკოს ბიჭის მშობლების აღშფოთება - „ჩაწყობითაა ყველაფერი გენაცვალე!“. არც ქართველი დედიკო და არც მისი მფარველი უცხოელი ბებიკო იმას კი არ ამბობდა, რომ მათ შვილიკოს არც ხმა გააჩნდა და არც სმენა, არც სპორტული თუ ცეკვის მონაცემები. რაც შეეხება სინდისის ჰქონიათ კი როდისმე?“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.