გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რაულ ხაჯიმბა: ჩვენს მთავარ ოპონენტს არ სძინავს

7-12-2017

ოკუპირებულ ცხინვალში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ჩავიდა. დე ფაქტო პრეზიდენტებმა რაულ ხაჯიმბამ და ანატოლი ბიბილოვმა დახურულ ფორმატში საათზე მეტ ხანს ისაუბრეს, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კი განაცხადეს, რომ განსაკუთრებული ყურადღება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას დაუთმეს და რუსეთთან ურთიერთობის კურსი კვლავაც უცვლელია.

„სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა განვითარებული. ამას ჩვენი ქვეყნების ლიდერების ოფიციალური ვიზიტებიც ადასტურებს. საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ ჩვენი საელჩოები. მომავალში ჩვენ შორის ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე იდგება. ისეთ დონეზე, როგორიც ჩვენ, ლიდერებს  გვინდა, ვნახოთ და როგორიც ჩვენს ხალხებს სურთ,” - განაცხადა ბიბილოვმა.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თქმით, რუსეთის დახმარებით მათი "სახელმწიფოების" ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს და ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს.

„რუსეთის მიერ გაწეული დახმარებით, მიმდინარეობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესი. რუსეთმა ჩვენ გვაღიარა და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოები შედგეს. ჟენევის დისკუსიებში ჩვენ ერთიანი პოზიციის დემონსტრირებას ვახდენთ. ღიად ვაცხადებთ - ჩვენ გვეხმარებიან, მაგრამ ჩვენც უნდა შევეცადოთ, რომ ფეხზე დავდგეთ. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდმა ქვეყანამ აღიარა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღიარების პროცესი უნდა შეჩერდეს. ჩვენს მთავარ ოპონენტს არ სძინავს. ყველა პროცესი, რომელიც მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, რომ მათ აგრესიაზე უარის თქმის სურვილი არ აქვთ,“ - აცხადებს რაულ ხაჯიმბა.

წყარო: Institute of Peace Studies