გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ლისაბონში გაეცნენ

30-08-2024

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პორტუგალიაში, ლისაბონში საერთაშორისო ფორუმში m&i Lisbon 2024 მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


მათი ცნობით, საქმიანი ტურიზმის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფორუმზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიები იყვნენ წარდგენილები.


"ფორუმის ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ 40-მდე შეხვედრა გამართა ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოქმედ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან და დამკვეთებთან. უცხოური კომპანიები გაეცნენ საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულებას და შესაძლებლობებს, რასაც ქვეყანა საერთაშორისო კომპანიებს მასშტაბური ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და კონფერენციების ჩასატარებლად სთავაზობს. m&i Lisbon 2024-ზე ევროპიდან 150-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.