გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ატმისა და ვაშლატამას მოსავლის ექსპორტი მზარდია

30-08-2024

2024 წლის 1-ელი მაისიდან 2024 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოდან 22.3 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 26.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


„გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა

1.3 ათასი ტონით (6%-ით), ხოლო ღირებულება - 2.9 მლნ აშშ დოლარით (13%-ით) გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში, ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასი გაიზარდა 6%-ით და 1.17 აშშ დოლარი/კგ შეადგინა“, - აცხადებენ უწყებაში.