25-10-2018
კახეთში, ქალაქ გურჯაანში კავკასიის ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება. უმაღლესი სასწავლებელი, საბაკალავრო პროგრამას, სავარაუდოდ, 2020-2021 სასწავლო წლებში გამოაცხადებს, 2020 წლის ზამთარში კი პროფესიული პროგრამების სტუდენტების მიღებას გეგმავს. დაწესებულებას კავკასიის უნივერსიტეტი ხსნის და როგორც თავად ამბობენ, ამ პროექტით, მეღვინეობა – მევენახეობის დარგისა და რეგიონის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობენ ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას Marketer.ge-ზე გამოქვეყნდა.
გეგმის მიხედვით, სასწავლებელს ექნება სამი კორპუსი – ძირითადი შენობა, საცხოვრებელი კამპუსი და შატო, სადაც უცხოელი ლექტორები ჩამოვლენ. კავკასიის ღვინის უნივერსიტეტი ბაკალავრთა პირველ ნაკადს, სავარაუდოდ, 2020-2021 სასწავლო წელს მიიღებს, პროფესიული პროგრამები კი 2020 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი“.
რაც შეეხება სასწავლო პროგრამებს, კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ მაღულარია ამბობს, პირველ წელს იქნება მეღვინეობისა და მევენახეობის ფაკულტეტები.