გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თამარ ჩიბურდანიძე ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე: როგორც გაზაფხულზე „იზეიმეთ“ გამარჯვება, ისე „იზეიმებთ“ შემოდგომაზეც, სამართლიანობის წინააღმდეგ ბრძოლა ისე მტკივნეულად მთავრდება, როგორც თქვენ დაამთავრებთ

31-08-2024

„გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საჩივრის განხილვის პირველი დღე, ოპოზიციისთვის სრული ფიასკოთი დასრულდა. როგორც ჩანს, დემოკრატიული კანონის წინააღმდეგ მებრძოლებს, თავი ისევ რუსთაველზე ეგონათ და საკითხს პოლიტიკური რაკურსით ფუთავდნენ. ამიტომ, საკონსტიტუციო სამართლის ენაზე კიდევ უფრო უსუსური გამოჩნდა მათი მტკიცებულებები,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.


მისივე თქმით, ზურაბიშვილმა იცის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი უსაფუძვლოა და გამჭვირვალობის შესახებ კანონი დემოკრატიულ სტანდარტებს ეფუძნება.


ჩიბურდანიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიზანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფუნქციონირების შეწყვეტა კი არა, წინასაარჩევნოდ საპროტესტო ტალღის აგორებაა.


„საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი დემოკრატიის უმაღლესი ნორმის - გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ისეთივე ფუყეა, როგორიც თავად მათი დემოკრატია. ამ „სანახაობიდან“ ხალხი უკვე კონსტიტუციის ენაზე გაიგებს სიმართლეს. ბუნებრივია, პრეზიდენტის მიზანი არა ამ სარჩელით კანონის ფუნქციონირების შეწყვეტა იყო, არამედ ის, რაც ღიად განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა. მათ სურთ ეს პროცესი წინასაარჩევნოდ საპროტესტო ტალღის კიდევ ერთხელ ასაგორებლად გამოიყენონ. პრეზიდენტმა ისედაც იცის, რომ მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა და გამჭვირვალობის კანონი შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს.


გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საჩივრის განხილვის პირველი დღე, ოპოზიციისთვის სრული ფიასკოთი დასრულდა. როგორც ჩანს, დემოკრატიული კანონის წინააღმდეგ მებრძოლებს, თავი ისევ რუსთაველზე ეგონათ და საკითხს პოლიტიკური რაკურსით ფუთავდნენ. ამიტომ, საკონსტიტუციო სამართლის ენაზე კიდევ უფრო უსუსური გამოჩნდა მათი მტკიცებულებები.


რაც შეეხება თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას, შემოდგომაზე კვლავ ამ კანონზე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ვუპასუხებ: - როგორც გაზაფხულზე “იზეიმეთ” გამარჯვება, ისე “იზეიმებთ” შემოდგომაზეც.. სამართლიანობის წინააღმდეგ ბრძოლა ისე მტკივნეულად მთავრდება, როგორც თქვენ დაამთავრებთ,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.