გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მოძრაობა „სირცხვილია“ დარეგისტრირდება „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“

31-08-2024

მოძრაობა „სირცხვილია“ ფეისბუქ-გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ნათქვამია, რომ „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირდებიან. 


ამ გადაწყვეტილების მიზეზი „სირცხვილიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მჟავანაძემ განმარტა.


კანონის ახალი რედაქციით, აგენტის სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის. ამიტომ, თვითონ რეგისტრაცია ან არ-რეგისტრაცია მაინცდამაინც იმას არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცი. რეგისტრაცია გადაწყვიტეთ იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, ის მიზნები, რაც დასახული გვაქვს, მაგალითად გვიახლოვდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, მას შევხვდეთ მზად და ეს გულისხმობს, მათ შორის, შევინარჩუნოთ არსებული ორგანიზაცია და არსებული რესურსები, არ დაგვეკისროს ჯარიმა და არ გადავიხადოთ ეს ჯარიმა ხელისუფლების სასარგებლოდ“, - აღნიშნავს გიორგი მჟავანაძე.


ვიდეორგოლში ასევე ნათქვამია, რომ თითოეულმა ორგანიზაციამ გადაწყვეტილება დარეგისტრირება არ-დარეგისტრირების შესახებ უნდა მიიღოს იმის მიხედვით, თუ რა არის საუკეთესო მათი მისიისთვის და მიზნებისთვის.