გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თხილში აფლატოქსინით დაბინძურების კონტროლის მექანიზმები გააცნეს

31-08-2024

თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების დეტალურად გაცნობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თხილის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან - ფერმერებთან, მეწარმეებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრები გამართეს.


ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) მიერ 2023 წელს განხორციელებული აუდიტის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რაც ავალდებულებს ბიზნესოპერატორს, თხილში აფლატოქსინის პრევენცია და შემცირება ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად უზრუნველყოს.


დამატებითი მოთხოვნები შეეხება პირველად წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს, საწარმოში თხილის გადამუშავების პროცესს, სატრანსპორტო კონტეინერებსა და გადამუშავებული პროდუქტის დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებას, ასევე პროდუქციის დასაწყობებას.


ორდღიან სემინარზე, რომელსაც სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი უძღვებოდნენ, დეტალურად განიხილეს ექსპორტისთვის განკუთვნილ თხილში აფლატოქსინით დაბინძურების კონტროლის მექანიზმები და აფლატოქსინებზე კაკლოვნების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით განსახორციელებელი ქმედებები.


აფლატოქსინები (აფლატოქსინი B1, B2, G1 და G2) მიკროსკოპული სოკოების მიერ პროდუცირებული ტოქსინებია, რომლებიც ხასიათდება ძლიერი ტოქსიკურობით. აფლატოქსინით ხშირად ბინძურდება მცენარეული წარმოშობის პროდუქტები, რაც დაკავშირებულია მოსავლის აღებას, არასწორ შენახვასა და ტრანსპორტირებასთან.


თუ სურსათში აფლატოქსინის შემცველობა აღემატება დასაშვებ რაოდენობას, მისი გამოყენება აკრძალულია!