გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხაშურის მუნიციპალიტეტი საქველმოქმედო აქციას შეუერთდა

25-10-2018

ხაშურში საქველმოქმედო აქცია „დავეხმაროთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს“ გაიმართა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აქციის ინიციატორები მესამე საჯარო სკოლის მესამეკლასელები და მათი პედაგოგი ხათუნა ნოზაძე, ასევე ბენდ ,,SPAM JAM"-ის მუსიკოსები იყვნენ.


აქციის ფარგლებში ბავშვებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს, რა დროსაც გამვლელებს შემოდგომის ნობათს სთავაზობდნენ და ყულაბებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად შემოწირულობას აგროვებდნენ.


მოსწავლეები ხაშურის მუნიციპალიტეტსაც ესტუმრნენ. მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.


აქციის ფარგლებში შეგროვებული თანხა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს გადაეცა.


ipn.ge