« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
31-08-2024
„საქართველოს სჭირდება არა ომი, არამედ მშვიდობა, არა განადგურება, არამედ წინსვლა და განვითარება,“ - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.
„ძალიან მოკლედ ჩამოვთვლი უმთავრეს მიღწევებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ მოუტანა: დასრულდა ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა; გათავისუფლდა ბიზნესი და მედია; 2,5-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი;
3-ჯერ გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა და სახელმწიფო ბიუჯეტი; 3-ჯერ გაიზარდა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი; ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა; 3-ჯერ გაიზარდა პენსიები და სოციალური დახმარების პაკეტი;
ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები;
700 ათასამდე ჩვენმა მოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს. ამ ყველაფერთან ერთად, შევინარჩუნეთ 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს ყველაფერი მოიტანა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ, რომლის სულისჩამდგმელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.