გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა მდინარაძე: დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაა, ოპონენტები აიგნორებენ ამ საკითხს იმიტომ, რომ შიგნით ხალხის, თქვენი ეშინიათ და გარეთ - მათი პატრონების

31-08-2024

„მშვიდობასთან ერთად, ბრძოლით გასატანი სხვა საკითხებიც ბევრი გვაქვს. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია და ამაზე ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე, რომ დღეს, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაა და ამ თემაზე უკვე ვეღარც გვეკამათებიან, მაგრამ ცდილობენ, მისი მნიშვნელობა დააკნინონ,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ოზურგეთში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა სწორედ ის ერთ-ერთი საკითხია, რატომაც უნდა მიანიჭოს საზოგადოებამ მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.


„სინამდვილეში, ის, რაც ვერ მოახერხა ვერც ერთმა დამპყრობელმა საქართველოში, რომ გადაეშენებინა ქართველი ერი, შეიძლება სულ რამდენიმე თაობაში მოახერხონ ამ გზით და ამიტომ, ამას განსაკუთრებულად უნდა აღვუდგეთ წინ. ვერ დავაცდენინეთ ჩვენს ოპონენტებს რომ ეს ცუდია, აიგნორებენ ამ საკითხს იმიტომ, რომ შიგნით ხალხის, თქვენი ეშინიათ და გარეთ - მათი პატრონების. ეს ერთ-ერთი საკითხია, რატომაც ხალხმა საკონსტიტუციო უმრავლესობის ლეგიტიმაცია უნდა მოგვანიჭოს,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.