გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: საბოლოოდ, ავტორიტარიზმის ფესტივალის მოწყობის მცდელობა ჩაიშლება ამ ქვეყანაში 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი გამოვა არჩევნებზე და სწორედ ავტორიტარიზმის ფესტივალის დაბრუნებას ეტყვის უარს

31-08-2024

„ავტორიტარიზმის ფესტივალი ჩაიშალა და რაც მთავარია, საბოლოოდ, ავტორიტარიზმის ფესტივალის მოწყობის მცდელობა ჩაიშლება ამ ქვეყანაში 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი გამოვა არჩევნებზე და სწორედ ავტორიტარიზმის ფესტივალის დაბრუნებას ეტყვის უარს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში იყო ავტორიტარიზმის ფესტივალი 9 წლის განმავლობაში, 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით და ქვეყანაში ავტორიტარიზმის ფესტივალს ვერავინ ვერ დააბრუნებს.


„ყველაზე სამწუხარო აქ ის არის, რომ უცხოური დაფინანსებით ტარდებოდა ეს ფესტივალი, ეს იყო დანიური დაფინანსება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ვიღაც გარედან ცდილობს ასე უხეშად ჩაერიოს საარჩევნო პროცესებში. ეს არის უკიდურესად მიუღებელი და მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი უნდა მოხვდეს საარჩევნო ანგარიშებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.