25-10-2018
ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერი და საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე 500 ლარით დააჯარიმა.
როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ვკითხულობთ, მჟავანაძეს მერიის ზედამხედველობის სამსახური სატრანსტორტო საშუალების სავალ ნაწილზე წარწერის თვითნებურად შესრულებაში ადანაშაულებს.
სასამართლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა დავით მჟავანაძემ მისი გადადება მოითხოვა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ცნობისთვის: დავით მჟავანაძემ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასტან გამართული აქციის მსვლელობისას, ასფალტზე წარწერა "ალი ბიძინა და 41 ყაჩაღი" გააკეტა.
ოპოზიციის წარმომადგენლები, შეკვეთილში რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარული ჩანაწერების გამო ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ.
აღნიშნული წარწერით ფოტო, იმ დღეს მიხეილ სააკაშვილმა ქავერის ფოტოდ დააყენა. მჟავანაძე მიიჩნევს, რომ მასზე "შურისძიებაც" სწორედ ამის გამო მოხდა.