გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ცესკოში 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა

1-09-2024

26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. კანონით განსაზღვრული ვადა 30 აგვისტოს ამოიწურა და ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 27 პარტიაა რეგისტრირებული.

 

26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოსთვის მომართვის ვადა განსხვავებული იყო. პოლიტიკური პარტიების ნაწილისთვის, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა, ცესკოსთვის მომართვის ვადა 15 ივლისს ამოიწურა. მათგან ცესკოს რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მომართა. მომართვების შედეგად, 30 პოლიტიკური პარტიიდან არ განხილულა 2-ის განაცხადი (ერთ შემთხვევაში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით პარტიის რეგისტრაციის გაუქმების გამო, მეორე შემთხვევაში - ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო). ხოლო დარჩენილი 28 პარტიიდან რეგისტრაცია გაიარა 17-მა და უარი ეთქვა რეგისტრაციაზე 11-ს.

 

რაც შეეხება იმ პოლიტიკური პარტიებს, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები, მათგან ცესკოს 10-მა პარტიამ მიმართა და გაიარა რეგისტრაცია.

 

პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ. კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. ყოველ პარტიას უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში. პარტიული სიების წარდგენის შემდეგ კი დაიწყება წარმოდგენილი დოკუმენტაციის  შემოწმების და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი.