გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კასპში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო შენდება

25-10-2018

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე კასპის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას  გაეცნო.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  „ქართული ნობათი“   კასპის მუნიციპალიტეტში  2016 წლიდან საქმიანობს და 19  ადგილობრივს აერთიანებს. მიმდინარე წელს კოოპერატივი  „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. საწარმო პროგრამის ფარგლებში   რძის მიმღებ-გადამამუშავებელი დანადგერებით  და  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით აღიჭურვება.  კოოპერატივს  ასევე, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით  ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხრიდან  თანადაფინანსებას  საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება წარმოადგენს, რომელშიც  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემული დანადგარები განთავსება.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივის მეპაიეებს შესაძლებლობა ეძლევათ  რძის პროდუქტები სტანდარტების დაცვით აწარმოონ, რაც საწარმოო ციკლის ფარგლებში კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას  შეუწყობს ხელს.


„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამა 2016 წლიდან ხორცილდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 26 ახალი კოოპერაციული  საწარმო შეიქმნა, მათ შორის  10  მიმდინარე წელს ამოქმედდება.