გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი: დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფასეულობა მშვიდობა, სტაბილურობა და ღირსებაა და ამ სამივეს მატარებელი როცა ხარ, რა ფსიქოემოციური აშლილობა უნდა დაგემართოს, კოლექტიური სუიციდური სენით რომ დაინფიცირდე

2-09-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო პოლიტიკურ მდგომარეობას განიხილავს.


როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ხელოვნური რევოლუცია ძნელი კი არა, გამორიცხულიცაა, რადგან დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფასეულობა მშვიდობა, სტაბილურობა და ღირსებაა და როცა საზოგადოება ამ სამივეს მატარებელია, რა ფსიქოემოციური აშლილობა უნდა დაემართოს, რომ კოლექტიური სუიციდური სენით დაინფიცირდეს.


„კალენდარული შემოდგომაც წამოგვეწია. თავისი საზაფხულო უკანასკნელი დამამშვიდებელი ამინდით. წელს - ნაადრევი რთველით. ათასობით ახალი პირველკლასელით და პირველკურსელით. საქართველოს გარშემო მდუღარე წუთისოფლით, რის გამოც გამძაფრებულია აქ მაინც მშვიდობის შენარჩუნების სურვილი. ძნელია ხელოვნურად გამოიწვიო საყოველთაო მღელვარება ქვეყანაში, რომელმაც ბოლო 35 წელიწადი თავისი „შარა გოლგოთამდე" პირნათლად გაიარა. გვეყო. დავიღალეთ. ეს ხელოვნური რევოლუცია ძნელი კი არა, ჩემი აზრით - გამორიცხულიც კი არის. დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფასეულობა - სწორედ მშვიდობაა.


ყველაზე რთულად შესანარჩუნებელი - სტაბილურობა. ყველაზე იშვიათი - ღირსება. ამ სამივეს მატარებელი რომ ხარ მეტ-ნაკლები წარმატებულობით, ისეთი საყოველთაო რა ფსიქოემოციური აშლილობა უნდა დაგემართოს, კოლექტიური სუიციდური სენით რომ დაინფიცირდე. უხვი თეატრალიზებული ნიჭით დაჯილდოებული ერი ვართ და შეიძლება საკუთარ „ყველაფერზე წამსვლელობაში" დამფინანსებელი დონორი "დაარწმუნონ", მაგრამ ეს ყველაფერი სცენის მიღმა "პარტერში" ვერ გადაინაცვლებს. ჩემთვის დღემდე გაუგებარი ლოგიკით, ღია თუ ლატენტური ნაცები დღესაც მასიურად არიან წარმოდგენილი ქვეყნის საჯარო სექტორში. კიდევ უფრო გაუგებარი ლოგიკით, მათი ნაწილი - აქტიურ სამრევლო-საეკლესიო თემების წარმომადგენლები არიან.


რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემოქმედ ტრიგერებს სტაბილურობის, მშვიდობისა და ღირსების ამარა დარჩენილი მასები წარმოადგენდნენ, რომლებიც დააჯერეს, რომ დასაკარგი აღარაფერი რჩებოდათ. წლევანდელი „ოქტომბრის რევოლუციის" დამდგმელ რეჟისორებს და მსახიობებს - სულ სხვა, მათი გეგმების განსახორციელებლად, არახელსაყრელი მოცემულობა ახასიათებს. ამ დღეებში გადავავლე თვალი ნაცების მიერ ორგანიზებული საკონცერტო შოუების მცირერიცხოვან მაყურებელსაც. მენიშნა, რომ აქაც ხელოვნური „სიხარულის" სუნი მცემს, რომელსაც ადამიანში რაღაც ფანტომური, არარსებული ფეიკ-მღელვარება უნდა გამოეწვია.


ნურას უკაცრავად - დილეტანტურ დონეზეც კი უარესთან ნორმალურის შედარების უნარი ამ ბანაკშიც კი გამომუშავებული აქვთ. საკმაოდ კარგად არიან საიმისოდ, რომ ხელოვნურ რევოლუციურ და დესტრუქციულ სამსხვერპლოზე საკუთარი სტაბილურობის ზვარაკად შესაწირად მზად იყვნენ. მაქსიმალურად აითვისებენ მათზე დადებულ მორიგ ფინანსურ ფსონს, შეჭმული ფულის გასათეთრებლად თავისი აქტივისტი-ლეგიონის ძალებით შექმნიან კონტროლირებად, მოკლევადიან "ქაოსს" და ნოემბრის დასაწყისიდან დაელოდებიან საკუთარ "ლიდერშიფში" ხელისუფლების მიერ დაანონსებულ "თავიმოჭრის" პროცესებს.


წარუმატებლობის შემთხვევაში - ჩვეული კატაკომბური საბოტაჟის რეჟიმზე გადავლენ ისევ. "თავიმოჭრის" წარმატების შემთხვევაში კი, გადარჩენილ პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრში გადანაწილდებიან - ტოტალური უპრინციპობა მათ ამაში ხელს შეუწყობს.


რატომღაც ასე მესახება ყოველივე, რამე თუ ვერც გმირებს ვხედავ მათში, ვერც სულიერი სიძლიერით ნაკარნახევ მზაობას "ნეო-არარსებული-დიდგორი" გადალახონ. ასე რომ, ყურძნის შეძენას ვურჩევ ყველას, მათ შორის ნაცების ბანაკში - იქნებ და ამ ღვთაებრივმა სითხემ სულ რომ არ შეგვარიგოს, რაღაც "გენეტიკური" ადამიანური ზღვარი ბოლომდე არ წაშალოს ჩვენ შორის. სასწაულად ტკბილი შემოდგომა გვესტუმრა და ტყუილად ნუ ვეცდებით მის გაუფასურებას. დავტკბეთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.