გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დღეიდან მხარდაჭერის სქემის ბენეფიციარები საქართველოს მთავრობასთან ელექტროსადგურებზე პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებენ

2-09-2024

2024 წლის 2 სექტემბრიდან განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ბენეფიციარები საქართველოს მთავრობასთან მოდინებაზე არსებულ ჰიდრო, მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებენ.


დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.


„აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ", რომლითაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ არაუმეტეს იმ ფიქსირებული ტარიფისა, რომელიც განისაზღვრა თითოეული კატეგორიისთვის მეორე სიმძლავრის აუქციონზე.


მედიანური ტარიფები შემდეგია:


* მოდინებაზე არსებული ჰესები – 6,5 აშშ დოლარი ცენტი/კვტ.სთ,


* მზის ელექტროსადგურები – 5,6 აშშ დოლარი ცენტი/კვტ.სთ,


* ქარის ელექტროსადგურები – 6.0 აშშ დოლარი ცენტი/კვტ.სთ.


აღნიშნული ინიციატივა წაახალისებს დარგში ინვესტიციებას და კიდევ უფრო გაზრდის სექტორით დაინტერესებას“ –აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.