გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

25-10-2018

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში ზუგდიდი- თბილისის მატარებელი 55 წლის მამაკაცს დაეჯახა.


მამაკაცი 112- ის ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.


ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, პაციენტს აღენიშნება ქალა-ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურულიჰემატომა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა.


ჩაუტარდა დეკომპრესიული ტრეპანაცია. ექიმების თქმით, მდგომარეობა მძიმეა და პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე.


მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


1tv.ge