გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია მოლდოვაში არ შეუშვეს

25-10-2018

მოლდოვის სასაზღვრო სამსახურმა კიშინიოვის აეროპორტში ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია არ შეუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური და რუსული მედია ავრცელებს.


აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების დელეგაცია, რომელსაც გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციის ე.წ. უფროსი რუსლან ლადარია ხელმძღვანელობდა, არაღიარებულ დნესტრისპირეთში საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად მიემგზავრებოდა. ლადარიასთანერთად დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთში არაღიარებული დნესტრისპირეთის წარმომადგენელი გარი კუპალბა იმყოფებოდა.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია დნესტრისპირეთში ქალაქ დუბოსარის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე მიემართებოდა.


1tv.ge