გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე მარკეტა გრეგოროვას განცხადებაზე: საუბარი არა „ნაცმოძრაობის“ გაუქმებაზეა, არამედ სამართლიანობის აღდგენასა და კანონის უზენაესობაზე, რაც ფუძემდებლურია ნამდვილი ევროპული და არა „ლობისტური დემოკრატიისთვის“

2-09-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპარლამენტარის, მარკეტა გრეგოროვას განცხადებას ეხმიანება, მას „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლობისტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის უტიფრად „ჭკუას გვარიგებს“ და რაღაც საარჩევნო მანიპულაციებზე და „კანონდარღვევებზე“ აპელირებს.


აბაშიძის თქმით, ევროპარლამენტარ გრეგოროვას მსგავს შერჩევითად შემფასებლებს მუდმივად უნდა შევახსენოთ, რომ მოლდოვაში და უკრაინაშიც გააუქმეს პარტიები, მაგრამ ეს არ ყოფილა პრობლემა ბრიუსელში. „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლობისტი, ევროპარლამენტარი „ჩეხეთის მეკობრეთა“ პარტიიდან [Česká pirátská strana] მარკეტა გრეგოროვა უტიფრად „ჭკუას გვარიგებს“ და რაღაც საარჩევნო მანიპულაციებზე და „კანონდარღვევებზე“ აპელირებს. ეტყობა, „ნაცენჯეოებს“ ინსტრუქცია მიეცათ, რომ ამ მიმართულებითაც შეთხზან ფსევდო-დასკვნები. ევროპარლამენტარ გრეგოროვას მსგავს შერჩევითად შემფასებლებს მუდმივად უნდა შევახსენოთ, რომ მოლდოვაში და უკრაინაშიც გააუქმეს პარტიები, მაგრამ ეს არ ყოფილა პრობლემა ბრიუსელში. ქართულ რეალობაში საუბარი არა "ნაცმოძრაობის" გაუქმებაზეა, არამედ სამართლიანობის აღდგენასა და კანონის უზენაესობაზე, რაც ფუძემდებლურია ნამდვილი ევროპული და არა "ლობისტური დემოკრატიისთვის“, - წერს გია აბაშიძე.