გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან ნიკოლეიშვილი მარკეტა გრეგოროვას: იმ ქვეყნებში, რომლებიც თქვენი და თქვენივე კოლეგების აზრით, ჩვენზე წინ არიან ევროკავშირში გასაწევრიანებლად, საერთოდ აკრძალეს მათთვის არასასურველი პარტიებიც და მედია საშუალებებიც

2-09-2024

როგორც ჩანს ვერ ან არ გებულობს, თუ რას ამბობს „ქართული ოცნება“ დამნაშავეების შესახებ?! უბრალოდ მარტივად უნდა შევახსენო, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც თქვენი და თქვენივე კოლეგების აზრით ჩვენზე წინ არიან ევროკავშირში გასაწევრიანებლად, საერთოდ აკრძალეს მათთვის არასასურველი პარტიებიც და მედია საშუალებებიც, მაგრამ რამე თუნდაც აღშფოთების, გნებავთ შეშფოთების მაგვარი „მოწინავე“ უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ჩვენ არ გვსმენია, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებაზე, რომლის თქმითაც, თუ საპარლამენტო არჩევნებში მანიპულაციას ექნება ადგილი, მაშინ „ბელარუსის პრეცედენტი“ განმეორდება საქართველოში.


ნიკოლეიშვილის თქმით, განსხვავებით უკრაინისაგან და მოლდოვისაგან, საქართველოს ხელისუფლება არამარტო კორუფციას ებრძვის, ასევე სურს, უფრო დიდი დანაშაულების გამო დასაჯოს ის ადამიანები, რომლებიც ამას იმსახურებენ.


„თბილისი რუმსში“ თავმოყრილ საქართველოს „დაუძინებელ მეგობრებიდან“ ერთ-ერთმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, რომ „თუ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მანიპულაციას ექნება ადგილი“, მაშინ „ბელარუსის პრეცედენტი“ გვექნებაო. ქალბატონი მარკეტა, როგორც ჩანს, ვერ ან არ გებულობს, თუ რას ამბობს „ქართული ოცნება“ დამნაშავეების შესახებ?! უბრალოდ მარტივად უნდა შევახსენო, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც თქვენი და თქვენივე კოლეგების აზრით ჩვენზე წინ არიან ევროკავშირში გასაწევრიანებლად, საერთოდ აკრძალეს მათთვის არასასურველი პარტიებიც და მედია საშუალებებიც, მაგრამ რამე თუნდაც აღშფოთების, გნებავთ შეშფოთების მაგვარი „მოწინავე“ უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ჩვენ არ გვსმენია. სხვათაშორის, არც იმ ქვეყნების შესახებ გაგვიგია რამე, რომლებიც ცალი ხელით რუსეთს ასანქცირებენ და მეორე ხელით სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების მწვერვალზე არიან იგივე რუსეთთან. ეს ყველაფერი კი რუსეთ -უკრაინის ომის ფონზე ხდება. სამწუხაროა, რომ სწორედ ომის პერიოდში უკრაინაში კორუფცია უმაღლეს ნიშნულზე ავიდა...განსხვავებით უკრაინისაგან და მოლდოვისაგან, ჩვენ არამარტო კორუფციას ვებრძვით, ასევე გვსურს უფრო დიდი დანაშაულების გამო დავსაჯოთ ის ადამიანები, რომლებიც ამას იმსახურებენ, ოღონდ ამას კანონის შესაბამისად ქართული მართლმსაჯულება გადაწყვეტს, მიუხედავად იმისა, რა გასამრჯელოს საფასურად, რომელ ქართველ კრიმინალს გაუწევთ ლობირებას თქვენ და თქვენი კოლეგები“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.