გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოფელ გვიმბალაურში სადრენაჟე ქსელი წესრიგდება

3-09-2024

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.


„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 5,3 კმ სიგრძის კოლექტორული და შემკრები ქსელი იწმინდება.


სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად 35 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. სადრენაჟე სისტემის მოწესრიგება აგროწარმოების შესაძლებლობის გაზრდას შეუწყობს ხელს.


სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება“ –აცხადებენ შპს საქართველოს მელიორაციააში.