გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია - ჩვენი შემდეგი ნაბიჯები კიდევ უფრო აქტიური და დაჩქარებული უნდა იყოს

3-09-2024

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე" შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რიგით მე-8 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იმართება. 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალში ასევე მონაწილეობდნენ რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი იოან ბურდუჟა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პეტერ სიიარტო, აგრეთვე ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ივა პეტროვა, რუმინეთის მთავრობის გენერალური მდივანი მირჩა აბრუდეანი და ევროკომისიის წარმომადგენელი სირილ ლუაზელი. მინისტრიალში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და საქართველოს ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი.


მისასალმებელ სიტყვაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის მიმართულებით. მისი თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ამ პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.


„საქართველო ამაყობს, რომ ასრულებს მთავარ როლს ამ პროექტში. მინისტრთა პირველი შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი სამუშაო გაკეთდა ამ პროექტის შესასრულებლად. სრული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის თანახმად, პროექტი პერსპექტიული და ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევა იყო შედეგიანი და ჩვენი შემდეგი ნაბიჯები უნდა იყოს კიდევ უფრო აქტიური და დაჩქარებული", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა პროექტის მონაწილე ენერგეტიკულ კომპანიებს შორის შეთახმებაზე ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა ვალდებულებას, რომ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი იყოს წარმატებული. „ჩვენი თანამშრომლობით შეგვიძლია შევქმნათ უფრო მდგრადი და წარმატებული მომავალი ჩვენი ქვეყნებისათვის და მათ ფარგლებს გარეთ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


მინისტერიალზე იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ „CESI" გამართა პრეზენტაცია მწვანე ენერგიის დერეფნის ფარგლებში ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევის შესახებ.


მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მინისტრებმა და ევროკომისიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების" ცვლილების ოქმს.


მინისტერიალზე ასევე გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს 4 ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორების (სს „საქართველოს სახელწიფო ელექტროსისტემას", „აზერენერჯის", National Power Grid Company Transelectrica S.A-სა (რუმინეთი) და „MVM Zrt" - ს (უნგრეთი)) მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნას. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა.