გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თავდაცვის სამინისტრო კაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

3-09-2024

თავდაცვის სამინისტროკაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.


უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, რომ კაპრალი ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მიიღო სხეულის დამწვრობა და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ გადაყვანილ იქნა თურქეთის სპეციალიზებულ კლინიკაში. მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


“თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო და თანგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.


თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს” –აღნიშნულია გნცხადებაში.