გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბიძინა ივანიშვილი: ქალბატონი სალომე სამშობლოში დაბრუნების სიმბოლოა

25-10-2018

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და მისი შვილები ქართულ ენაზე საუბრობენ მასში ხიბლსა და პატივისცემას იწვევს.


მისი თქმით, ძალიან რთულია ემიგრაციაში ყოფნის დროს მშობელმა საკუთარ შვილს მშობლიური ენა ასწავლოს.
„ჩვენს ამომრჩეველს შევახსენებ, რომ არჩევნებზე მოვიდნენ და ხმა მისცენ მართლაც დამსახურებულ ქალბატონს, მართლაც სამშობლოში დაბრუნების სიმბოლოს. ჩემთვის პირადად ალიან ამაჩუყებელი იყო, როდესაც მისმა შვილმა სცენაზე ცრემლები ვერ შეიკავა. ზოგიერთი ვაი ქართველი, სხვანარიად ვერ დავარქმევდი ამას, ქალბატონი სალომეს აქცენტზე გამოთქვამს პრეტენზიას და ამბობს, რომ ის ქართველი არ არის. ამით ჩემი აზრით, ისინი ცდილობენ ხაზი გადაუსვან ქართულ ისტორიას, უახლეს ისტორიას, საქართველოს ისტორიას.


სწორედ მის აქცენტს აქვს ჩემთვის ყველაზე დიდი ხიბლი. ხიბლი ჰქონდა მისი შვილის აქცენტსაც. მე ამდენი წელი საზღვარგარეთ ვიცხოვრე და ყველას შევახსენებ, რომ ძალიან რთულია რომ შვილებს, მოზარდებს შეუნარჩუნო მშობლიური ენა. ის რომ ქალბატონი სალომეს შვილი თემური და ქეთევანი დაიბადნენ და გაიზარდნენ საფრანგეთში, ბოლომდე ჩამოყალიბდნენ საფრანგეთში და ასეთი ქართულით საუბრობენ გარწმუნებთ, რომ ეს არის ძალიან რთული. ამას ახლავს სამშობლოს ძალიან ძლიერი სიყვარული, რომელიც მის მშობლებს გააჩნდათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საზღვარგარეთ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ქართველია წასული და ყველანი ძალიან კარგად გაიგებენ რამდენად რთულია უცხო სკოლაში მოსიარულე შვილს შეუნარჩუნო ქართული ენა. ძალიან რთულია ეს იქნება საფრანგეთში, ამერიკაში თუ ინგლისში თუ სადაც გნებავთ. ქალაბტონი სალომე იცით რისი მსხვერპლიც იყო რატომ წავიდა, ცხოვრებაც იქ დაბადებაც და გაზრდაც, ეს ყველაფერი იყო იძულებითი. მისმა მშობლებმა ღირსეულად მოახერხეს ეს. მე ძალიან ვარ მოხიბლული თუ გნევათ იმ ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს ახლავს და კიდევ ერთხელ გასაკიცხია ის ქართველი, ვინც მის ქართველობაში ეჭვს გამოთქვამს.


სამშობლოში დაბრუნების სიმბოლოა ქალბატონი სალომე, ჩვენი ევროპულობის სიმბოლოც თუ გნებავთ, რომ ჩვენ პირველად, პრეზიდენტად ავირჩევთ ქალს. თამარ მეფეც, რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიის ხიბლია რომ ჩვენ კიდევ შორეული ისტორიაში ვახერხებდით ქალბატონებზე ის დამოკიდებულება გამოგვეხატა, რაც დღესაც კარგად მგაოიხატება საქართველოში, ყველა ქართულ ოჯახში, სიმბოლოებიც ამის ძალიან ბევრი გვაქვს. არ დაიბნეთ, დაივიწყეთ სიძულვილის ენა. ძალიან კარგი რამ თქვა დღეს, ირაკლი კობახიძემ. სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონებს. სუსტ მამაკაცებსაც შევუნდოთ და მოვუწოდოთ. რომ სიძულვილის ენა დაივიწყონ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ყველანი ერთმანეთთან უნდა დავდგეთ, მხარი მივცეთ, გავერთიანეთდა სწორედ ამით მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და წინსვლას,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.