გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი: საქართველოსთან „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში მყოფ ქვეყანაში გახსნილია ორი დამატებითი ანტიქართული მართვის ცენტრი

4-09-2024

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება, სადაც ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე ისაუბრა.


სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ქართველიშვილი წერს, რომ საქართველოსთან „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში მყოფ ქვეყანაში ორი ანტიქართული მართვის ცენტრი გაიხსნა და განმარტავს, რომ უცხო ქვეყანაში არსებული „ანტიქართული მართვის ცენტრებიდან“ ერთ-ერთი საქართველოში მყოფი ოპოზიციის მომხრე რუსეთის მოქალაქეებთან კავშირზე ყოფნის მიზნით შეიქმნა.


დავით ქართველიშვილის თქმით, გადაუმოწმებელი ინფორმაციით ამ შტაბს ილია პონომორიოვი ხელმძღვანელობს.


„რაღაცაში დარწმუნებული ვარ, რაღაც კი უბრალოდ ვიცი - ქვეყნის შესაბამისი სამსახურები ფხიზლად არიან და თავის საქმეს სამუშაო-პროფესიულ დონეზე უძღვებიან. ასე მაგალითად, საქართველოსთან „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში მყოფ ქვეყანაში გახსნილია ორი დამატებითი ანტიქართული მართვის ცენტრი. ერთ-ერთი მათგანი ქვეყანაში მყოფ ოპოზიციის მომხრე რუსეთის დესტრუქციულ მოქალაქეებთან კავშირზე ყოფნის მიზნით. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ამ შტაბს რუსეთიდან გაქცეული და კიევში მცხოვრები ოპოზიციონერი ილია პონომარიოვი პირადად ხელმძღვანელობს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის გამო, საქართველოდან გაძევებული იქნა 133 უცხო ქვეყნის მოქალაქე. იმედია ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება,“- წერს დავით ქართველიშვილი.