გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გივი მიქანაძე: იმ ფონზე, როცა „სამართლიანი არჩევნები“ არარსებულ დარღვევებს ასახავს ანგარიშში, ის სრულად აიგნორებს იმ დარღვევებს, რომლებშიც თავად არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართული

5-09-2024

იმ ფონზე, როცა „სამართლიანი არჩევნები“ არარსებულ დარღვევებს ასახავს ანგარიშში, ის თვალს ხუჭავს და სრულად აიგნორებს იმ დარღვევებს, რომლებშიც თავად არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.


მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში ვერ მოხვდა ისეთი ფაქტები, როგორებიცაა, NDI-ის მიერ ზაფხულის პერიოდში ოპოზიციური სპექტრისთვის ორგანიზებული წინასაარჩევნო შეხვედრები, „დემოკრატიული ფესტივალის“ ღონისძიებების ფარგლებში ოპოზიციის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო აგიტაცია, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების ბულინგი და ა.შ.


„ანგარიშში არაფერია ნათქვამი: საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში NDI-ის მიერ ზაფხულის პერიოდში ოპოზიციური სპექტრისთვის დაორგანიზებული წინასაარჩევნო შეხვედრების თაობაზე; ე.წ. „დემოკრატიული ფესტივალის“ ღონისძიებებისა და მის ფარგლებში ოპოზიციის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო აგიტაციის შესახებ;


უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებისა და ამ უკანასკნელის პოლიტიკურ გაერთიანება „ძლიერ საქართველოში“ გაწევრიანების თაობაზე; ეკა გიგაურისა და ნინო ლომჯარიას მიერ პარტია „ლელოს“ წარმომადგენელ გიორგი უშიკიშვილთან ერთად ბათუმში მოსახლეობასთან ჩატარებული ერთობლივი შეხვედრებისა და მმართველი გუნდის წინააღმდეგ წარმოებული საჯარო პროპაგანდის შესახებ; ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკების თაობაზე; სოროსის ფონდის მიერ გადაღებული და სოციალურ ქსელში გავრცელებული „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ვიდეოკლიპების შესახებ; უმრავლესობის წევრი დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ საჯაროდ წარმოებული ბულინგის შესახებ, რისი ნათელი მაგალითია, პარლამენტის წევრების მიმართ „კეფაში ტყვიით“ საჯარო მუქარის თაობაზე, დეპუტატების მობილური ნომრების გასაჯაროება, საჯარო სივრცეში დეპუტატებისა და მათი თანმხლები ოჯახის წევრების თავდასხმა და შეურაცხყოფა,“ - აღნიშნა გივი მიქანაძემ.