5-09-2024
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცენინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენას მასპინძლობს სახელწოდებით Whatwoulditmeantoleavetiptoedancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში.
გამოფენის ფარგლებში, გიწვევთ ხელოვნებათმცოდნის მარიამ შერგელაშვილი და ხელოვან დათო მესხის ტურებზე.
ტურები გაიმართება:
10 სექტემბერი, 19:00 საათი | დათო მესხი, ხელოვანი
14 სექტემბერი 17:00 საათი | მარიამ შერგელაშვილი, ხელოვნებათმცოდნე და კურატორი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტურებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას.
თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეები ნინო ჩუბინიშვილის ნამუშევრებს14 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. გამოფენა დავით კაკაბაძის ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ნინო ჩუბინიშვილი / ჩუბიკა, (დაიბ.1969) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 1990იან წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სცენის და კოსტიუმის დიზაინის მიმართულებით სწავლის დასრულების შემდეგ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა კოსტიუმის დიზაინისთვის. 2005-2006 წლებში სწავლა განაგრძო პარიზში, საფრანგეთის მოდის ინსტიტუტში(InstitutFrançaisdelaMode). აქვს ისეთი მოდის სახლებთან მუშაობის გამოცდილება როგორებიცაა კენზო და პიერ კარდენი. ჩუბიკა როგორც მოდის სამყაროს ისე თანამედროვე სახელოვნებო სცენის მნიშვნელოვანი ფიგურაა. 1990-იან წლებში იყო არაფორმალური მულტიმედიური არტისტული ჯგუფის გოსლაბის წევრი.
ხელოვანის და მისი ნამუშევრების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ მის პერსონალურ ვებგვერდს: www.chubika.com
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.