გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამარ ჩიბურდანიძე: ლაშა ბაქრაძემ დასაწყისშივე დაასრულა პოლიტიკური კარიერა - ასე იცის ნაცურმა იმიჯმა და ნაცურმა „ღირსებამ“

5-09-2024

„ბაქრაძეს სურდა წინასაარჩევნოდ რაღაც ისეთი ეთქვა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ სერიოზული დარტყმა მიეყენებინა, რეალურად კი, ისრები მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარ პარტიას ესროლა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე წერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის მიერ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გამოყენებული გამონათქვამის - „ნახმარი სახეების“ შეფასებისას, რომელთან დაკავშირებითაც ბაქრაძემ მოგვიანებით ბოდიშიც მოიხადა.


თამარ ჩიბურდანიძის თქმით, ლაშა ბაქრაძემ დასაწყისშივე დაასრულა პოლიტიკური კარიერა.


„ჯერ საშინელი შეურაცხყოფა, შემდეგ უარი ბოდიშზე და ბოლოს, როგორც ჩანს, იძულებით აღიარებული შეცდომა - ასეთია ახალგაზრდა კაცის პირველი ნაბიჯი პოლიტიკაში და პირველივე დიდი მარცხი. ლაშა ბაქრაძემ დასაწყისშივე დაასრულა პოლიტიკური კარიერა. ასე იცის ნაცურმა იმიჯმა და ნაცურმა „ღირსებამ“. ბაქრაძეს სურდა წინასაარჩევნოდ რაღაც ისეთი ეთქვა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ სერიოზული დარტყმა მიეყენებინა, რეალურად კი, ისრები მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარ პარტიას ესროლა. როგორც ჩანს, სააკაშვილის პარტიაში ერთმანეთს ეჯიბრებიან „ორიგინალურ“ გამონათქვამებში.


შეუძლებელია რამე წამოგცდეს, თუკი მას გული და გონება არ მიჰყვება. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. მე ის უკან მდგომი ქალები უფრო შემეცოდნენ, ბაქრაძის პოლიტიკურ სპინზე სიხარულით რომ ტაშს უკრავდნენ, ალბათ ის სიტყვა განსაკუთრებით მოეწონათ. სამწუხაროა, ჩვენ აკაკი ბაქრაძის ლექციებზე გავიზარდეთ და მისმა შვილმა, როგორც ჩანს, მამის სახელს ნაცმოძრაობის „პრინციპები“ ამჯობინა. შედეგიც რეკორდულად სწრაფად მიიღო. რაც შეეხებათ ნაცებს, იქნებ ბაქრაძისეულმა სიტყვამ მაინც შეახსენოთ, თუ რას ელიან 26 ოქტომბერს ქართველი ხალხისგან“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.