გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით მათიკაშვილი: მიუნხენის აეროპორტში თავს დამესხა ქალბატონი, რომელმაც თავი „რიგით მოქალაქედ“ გაასაღა. „რიგითი აღშფოთებული“ მოქალაქე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი ნინო შველიძე აღმოჩნდა

5-09-2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, 25 აგვისტოს მიუნხენის აეროპორტში მისთვის უცნობი ქალბატონი თავს დაესხა. 


როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, გაირკვა, რომ „რიგითი აღშფოთებული“ მოქალაქე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი ნინო შველიძე აღმოჩნდა. 

„სერიების ციკლიდან „რიგით მოქალაქეებად“ შენიღბული რადიკალები.! FB-ზე მიუნხენის აეროპორტში მალულად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა ვინმე ნინო შველიძემ, რასაც ტვ „მთავარის“, ტვ „პირველის“ და სხვა „ნაცმოძის“ რუპორი ანასხლეტების აღტაცებული ყიჟინი მოყვა).


„სინამდვილეში, საქმე იყო შემდეგში: 25 აგვისტოს, ოჯახთან ერთად ვბრუნდებოდი თბილისში, როდესაც მიუნხენის აეროპორტში თავს დამესხა ჩემთვის უცნობი ქალბატონი, რომელმაც თავი „რიგით მოქალაქედ“ გაასაღა. როგორც ასეთ სიტუაციაში მოგვიანებით ირკვევა ხოლმე, „რიგითი აღშფოთებული“ მოქალაქე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი ნინო შველიძე აღმოჩნდა (იხილ. ფოტო) ნაცმოძური რადიკალიზმით დახუნძლული „აღშფოთებული რიგითი“.


შველიძე, ჟანრისთვის დამახასიათებელი, რადიკალებისათვის ჩვეული უღირსი ფორმით ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით გაიძახოდა „ბრძნულ“ შეგონებებს, ცდილობდა შეურაცხყობის მოყენებას.


როგორც შემდგომ ასევე გაირკვა, ამ ყველაფერს მობილური ტელეფონით, სავარაუდოდ იღებდა „რიგითი“ რადიკალის მეუღლე (იხილ. ფოტოზე კოპწიად გამოწყობილი შველიძესთან მდგომი კავალერი), რომელსაც ინციდენტის დროს კრინტიც არ დაუძრავს)).


ყველაზე მძიმე აქ ის არის რომ, როგორც აღმოჩნდა, ქალბატონ შველიძეს „ნაცმოძური“ აჟიტირება იმდენად ღრმად აქვს ძვალ-რბილში გამჯდარი, რომ საკუთარი არასრულწლოვანი შვილების გვერდით ყოფნაც არ აღმოჩნდა შემაკავებელი ფაქტორი ნაცური სულისკვეთების გამჟღავნებისგან და შეურაცხმყოფელი უღირსი ფრაზების სკანდირებისგან თავის შეკავებისთვის.


რადიკალობა, ყველაფრის მკადრებლობის სინონიმი რომ არის, აი ბატონო, კიდევ ერთი ნათელი მაგალითი!)!!! მოკლედ, კეთილშობილ ცხოველს რას ვერჩი, მაგრამ სახედრისგან წიხლი არ მწყენია, საკადრისი პასუხი კი გავეცი და უზრდელი ვუწოდე. „კოპწია“ მეუღლემ აქაც დუმილი ამჯობინა)).

ამ ისტორიაში ორი რამ არის საინტერესო და დამაფიქრებელი: 1) რადიკალებს და მათ მხარდამჭერებს „რიგით აღშფოთებულ“ მოქალაქეებად შენიღბვა მაინც არ გამოგდით და ჯობია გულწრფელად გამოტყდეთ „ნაცმოძის“ სიყვარულში, ეგ არის თქვენი მძიმე ხვედრი და 2) რადიკალიზმი პირდაპირი მნიშვნელობით ღუპავს ადამიანს, თვალებზე გადაფარებული ნაცური ბინდი საკუთარ არასრულწლოვან შვილებსაც არაფრად აგდებინებს, ხელს ყველაფერზე აწერინებს და ყველაფერს აკადრებინებს!


ამის პირდაპირი დასტურია უმძიმესი ტრაგედია, რომელიც გუშინ წყალტუბოში დატრიალდა: „ნაცმოძურ“, ფაშისტურ მივარდნას, ლანძღვას და შეურაცხყოფას ადამიანური მსხვერპლი მოყვა პირდაპირი მნიშვნელობით, უკადრებელი ვერ აიტანა „ქართული ოცნების“ წევრმა ერმილე გიგიაძემ და ადგილზე გარდაიცვალა! ეს არის ნაცმოძური რადიკალიზმის სახე, ლაკმუსის ქაღალდი, სისხლში გასვრილი ხელები და ადამიანური მსხვერპლი.

ამას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეძახიან ფსევდოლიბერალები ქვეყნის შიგნით და მათთვის დავალების მიმცემი ქვეყნის გარედან, რეალურად კი შეურაცხყოფით და ცილისწამებით ადამიანის მოკვდინებაა ანუ ის რაშიც ეს ოდენ გაწაფულები არიან „ნაცმოძი“ რადიკალები!“, - წერს დავით მათიკაშვილი.