გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინოწმინდაში ქართული და სომხური კერძების ფესტივალი ჩატარდა

25-10-2018

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, პირველად, ქართული და სომხური კერძების ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალში, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, ეშტიის #1 საჯარო სკოლა, განძის #1 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის სამუსიკო სკოლა და კულტურის ცენტრი, ასევე, 4 რესტორანი 6 ინდივიდუალური მზარეული მონაწილეობდა.


„დღევანდელი ღონისძიება ჩვენს მუნიციპალიტეტში მეგობრულად მცხოვრები ქართველი და სომეხი ხელმარჯვე ქალების უნარ-ჩვებების გამოხატვის ერთ-ერთი დასტურია, რომელსაც ტრადიციული გაგრძელება ექნება", განაცხადა ნინოწმინდის მერმა, ანი მოსოიანმა.


პირველ ადგილზე ეშტიის #1 საჯარო სკოლის კოლექტივი გავიდა. მეორე ადგილი განძის #1 სკოლის ქართული ენის კლუბმა დაიკავა. მესამე ადგილის მფლობელი ნინოწმინდის სამუსიკო სკოლა გახდა, ხოლო მეოთხე ადგილი კულტურის ცენტრს ერგო.


ფესტივალში მონაწილენიც და გამარჯვებულებიც სამახსოვრო საჩუქრებით, დიპლომებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. 
ღონისძიებაში კულტურის სახლის სომხური და ქართული ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ.