გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: საქართველო უნდა დავიხსნათ ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი გრძელვადიანი სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობა

6-09-2024

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია, იმ ოთხ პირობაზე, რომელზეც გადის დღევანდელ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის დაწინაურება. მათი განმარტებით, ეს პირობებია: ხელისუფლებაში აგენტურის მოყვანა და შესაბამისად, სუვერენიტეტის დათმობა, ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობა, მიგრანტების უკონტროლო მიღება და დამონებული მედია.


განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებაზე, რომელმაც გაერთიანების სახელით „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღება დაგმო. როგორც „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აცხადებს, პიტერ სტანოს ამ განცხადებით კიდე ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკავშირის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულების მთავარი მიზეზია საქართველოს სვლა ლიბერალური დოქტრინის საწინააღმდეგოდ და უარი ლგბტ იდეოლოგიით ქრისტიანობის ჩანაცვლებაზე.


„საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნებიდან დღემდე, არაერთი განცხადება გავავრცელეთ, სადაც ნათლად განვუმარტეთ საზოგადოებას, რომ დღევანდელ რეალობაში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოჩვენებითი დაწინაურება 4 ძირითად პირობაზე გადის, ესენია – ხელისუფლებაში აგენტურის მოყვანა და შესაბამისად, სუვერენიტეტის დათმობა ბრიუსელისა და ვაშინგტონის სასარგებლოდ, ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობა და მისი გამაგრება საკანონმდებლო დონეზე, მიგრანტების უკონტროლო მიღება, ძალდატანებით მათი ინტეგრირება ეთნიკურ საზოგადოებაში, რაც პირდაპირ ქმნის ერების იდენტობის გაქრობის საფრთხეს დაბოლოს, დამორჩილებული, დამონებული მედია, რომლის დახმარებითაც საკუთარი მიზნების მისაღწევად საზოგადოების ტვინების გამორეცხვას აწარმოებენ. აღნიშნული ოთხი სავალდებულო დათქმაა ყველაზე მნიშვნელოვანი და არა აქამდე საჯაროდ დეკლარირებული ფასეულობები: დემოკრატია; ადამიანის უფლებები; კანონის უზენაესობა; სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული და გამჭვირვალე ფუნქციონირება; კორუფციის დამარცხება და ა.შ. მათ შორის არსებობს პირდაპირი ურთიერთკავშირი და ევრობიუროკრატიისთვის, თითოეულს თანაბრად მაღალი მნიშვნელობა ენიჭება. ევროკომისიის საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებამ, რომელშიც ის ევროკავშირის სახელით გმობს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით მიღებას, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სრული ფარსია საუბარი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა თუ ევროატლანტიკური ტრაექტორიიდან გადახვევაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულების მთავარი მიზეზია საქართველოს სვლა ლიბერალური დოქტრინის საწინააღმდეგოდ და უარი ლგბტ-იდეოლოგიით ქრისტიანობის ჩანაცვლებაზე. ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია სრულად ექვემდებარება აშშ-ის რეალურ მმართველ ძალებს, რომელთა გლობალური მიზნებისთვის ლგბტ-იდეოლოგიის გაბატონება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.


პირობითი ბრიუსელის მხრიდან ანალოგიური შეტევა მოხდა უნგრეთის მისამართით, როდესაც ვიქტორ ორბანის პარტიამ მიიღო კანონი ,,ბავშვთა დაცვის შესახებ“, რომელიც მისი სულისკვეთებით ჰგავს საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მეორე მოსმენით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. მაშინ, ბუდაპეშტი სადამსჯელო ღონისძიებების ადრესატიც კი გახდა. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ცალკეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ინტერესები, ტრადიციული ღირებულებები, სარწმუნოება და მომავალი თაობები.


უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის მიერ პრიორიტეტად ქცეული გაუკუღმართებული ფსევდო-ღირებულებები ეწინააღმდეგება არა მარტო მართლმადიდებლობას, არამედ ყველა სხვა ტრადიციულ რელიგიებს – ეს იმ მკვეთრად ნეგატიურ შეფასებებშიც გამოჩნდა, რაც სხვადასხვა რელიგიის სასულიერო პირებისგან მოჰყვა პარიზის ოლიმპიადის გახსნის ,,ვოუკ“ (woke) ცერემონიას. პიტერ სტანოს არადიპლომატიური და შეურაცხმყოფელი ტონი მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირი ყველაზე მძაფრად რეაგირებს საქართველოში ლგბტ-იდეოლოგიის მარცხზე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სწორედ ეს არის იმ უთანასწორო დამოკიდებულების საფუძველი, რაც არაერთხელ გამოჩნდა, როდესაც ყველა ობიექტური კრიტერიუმით წინ მდგარი საქართველო დაიჩაგრა, ხოლო უკრაინა და მოლდოვა დაწინაურდნენ.


უმძიმეს ომში მყოფ უკრაინაში, იმისათვის იცლიან, რომ დაბომბილ ქალაქებში ლგბტ-პრაიდები ჩაატარონ. იგივე ხდება დსთ-ის წევრ მოლდოვაში, სადაც პრაიდები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ეს კი იმის დასტურია, რომ ყველა სხვა ობიექტური კრიტერიუმი აზრს კარგავს, თუ ქვეყანაში ლგბტ-პროპაგანდის დაკანონება ხდება. ჩვენს მოძრაობას, ასევე ხელისუფლებას და საზოგადოების წარმომადგენლებს ხშირად სდებენ ბრალს ევროსკეპტიკური განწყობების გაღვივებაში, რეალურად კი, სწორედ პიტერ სტანოს უკანასკნელი განცხადებაა ის, რაც ქართველ ხალხში ევროსკეპტიციზმს გააძლიერებს, რადგან სტანო, მთლიანად გაერთიანების სახელით აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობაზე გადის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველო უნდა დავიხსნათ ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი გრძელვადიანი სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობა,“ - აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.