გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბოლნისში ღონისძიება„მრავალფეროვანი საქართველო“ გრძელდება

25-10-2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ გრძელდება.

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში და კულტურის ცენტრში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან შეხვედრებს გამართავენ მწერლები, მთარგმნელები, მეცნიერები  და ხელოვანები, მათ შორის, მწერალთა კავშირისა და რუსთაველის საზოგადოების წარმომადგენლები და თავმჯდომარეები ბაღათერ არაბული, დავით შემოქმედელი, ელზადა გასანოვა, გიორგი გოგოლაშვილი, ხელოვანები იური მეჩითოვი და მაია დეისაძე.

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის, ბოლნისის მეორე და მეხუთე საჯარო სკოლებში, უფროსკლასელებისთვის  სემინარები გაიმართება სხვადასხვა თემაზე: „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში; ქართული ანბანი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი; ქართულ - აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობები  - ორენოვანი ლიტერატურული ჟურნალის „სხვი“ წარდგინება; ფოტოხელოვნების სათავეები საქართველოში.

 

ღონისძიების ფარგლებში, ბოლნისის კულტურის ცენტრშირეჟისორ გიორგი თავართქილაძის  მოკლემეტრაჟიანი ფილმის  „Cofee Break“  ჩვენება  მოეწყობა. პროექტის მუსიკალურ ნაწილს დედაქალაქიდან ჩასული მუსიკალური ბენდი „ქიმერა“ უზრუნველყოფს, ხოლო  სკოლის  ბიბლიოთეკებს სასაჩუქრედ  სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცემა.

 

სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ წელს 15 მაისს დაიწყო. პროექტის  მიზანია, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდების ინფორმირებულობის და სახელოვნებო განათლების დონის ამაღლება, შემოქმედებითი უნარების განვითარება.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესებობებით დასახლებულ რეგიონებში (ქვემო-ქართლი; სამცხე-ჯავახეთი;  პანკისის ხეობა) რიგი ღონისძიებები  ხორციელდება.

 

 

ღონისძიებების განრიგი:

 

 

  1. 14:00-15:00 სთ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. თამარისის საჯარო სკოლა: ღია გაკვეთილი თემაზე „ქართულ - აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობები -  ორენოვანი ლიტერატურული ჟურნალის „სხვი“ წარდგინება“ (საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე ბაღათერ არაბული  და ქართულ-აზერბაიჯანული ჟურნალის „სხივი“ მთავარი რედაქტორი ელზადა გასანოვა)

                                        

  1. 14:00-15:00 სთ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლა: ღია გაკვეთილი თემაზე „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში; „ქართული ანბანი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“ (სრულიად რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი, ამავე საზოგადოების განათლების კომიტეტის თავჯდომარე - პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი)

 

  1. 14:00-15:00 სთ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მეხუთე საჯარო სკოლა:  ღია გაკვეთილი თემაზე „ფოტოხელოვნების სათავეები საქართველოში“ (ფოტოხელოვანები იური მეჩითოვი და მაია დეისაძე)

 

  1. 15:45 - 16:00 სთ -  ბოლნისის კულტურის ცენტრი:  რეჟისორ გიორგი თავართქილაძის   მოკლემეტრაჟიანი ფილმის  „Cofee Break“ ჩვენება.

 

  1. 16:00 – 17: 00 სთ - ბოლნისის კულტურის ცენტრი: მუსიკალური  კონცერტი - ჯგუფის „ქიმერა“ მონაწილეობით.