გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოთარ შამუგია ჰელსინკში ფინელ კოლეგას შეხვდა

6-09-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ფინეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მინისტრ სარი ესაიას შეხვდა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ოთარ შამუგიამ ფინელ კოლეგას საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პოლიტიკასა და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, აქტიურად აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებული ვალდებულებების შესასრულებლად.


„საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში. 2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის, რაც ამ მიმართულებებით მსხვილ სახელმწიფო ინვესტიციებში გამოიხატა. საქართველოს მთავრობა აგროსექტორში 20-მდე სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს, რათა ფერმერთათვის უზრუნველყოფილი იყოს შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და კონკურენტუნარიანობის ზრდა”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დასანერგად საქართველოში აქტიურად მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველომ შეიმუშავა და 2020 წლის მაისში მიიღო ახალი ტყის კოდექსი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას და მიღებული სარგებლის სამართლიან გადანაწილებას.


ფინეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მინისტრმა სარი ესაიამ მადლობა გადაუხადა ოთარ შამუგიას ფინეთში ვიზიტისთვის.


„ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო დელეგაციის ფინეთში ვიზიტი. ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობები და ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე, მათ შორის, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე. საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს დგამს. მნიშვნელოვანია, რომ ეფექტიანად მიმდინარეობს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი”, - განაცხადა სარი ესაიამ.


შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფინეთის რესპუბლიკასა და შვედეთის სამეფოში ირაკლი ხუცურაული ესწრებოდნენ.