გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდში, ძარცვაში ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

25-10-2018

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძარცვაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

„ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძარცვაში ბრალდებული კ.ჭ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  178-ე  მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“  და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ   ყაჩაღობისთვის ნასამართლევი  კ.ჭ. 2018 წლის 2 მაისს, ქ. ზუგდიდში, „ოქროს სავაჭრო ბირჟიდან“    მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ს.ჩ-ს   კუთვნილ  ოქროს  სამკაულებს,  რის შედეგადაც ს.ჩ.-ს მიადგა  45 399  ლარის  დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. 


სამართალდამცველებმა კ.ჭ. 2018 წლის 5 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის   178-ე  მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“  და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  შეეფარდა პატიმრობა.


ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული კ.ჭ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - ნათქვამია განცხადებაში.