გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ოპონენტები მუდმივად დასდევენ ხან ევროპულ და ხან რუსულ განცხადებებს, ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები და მომავალშიც ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად

6-09-2024

ჩვენი ოპონენტები მუდმივად დასდევენ ხან ევროპულ და ხან რუსულ განცხადებებს, ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები და მომავალშიც ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ხელისუფლების ერთადერთი ამოსავალი წერტილი.


„ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ არ ვიყურებით განცხადებებისკენ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვიყურებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისკენ. ყველა ნაბიჯი იდგმება სწორედ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოსავალი წერტილი. ჩვენი ოპონენტები არიან ისინი, ვინ ხან აქეთ იყურება, ხან იქით, მუდმივად დასდევენ ხან ევროპულ და ხან რუსულ განცხადებებს. ჩვენთვის ეს არ არის მთავარი. ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები და მომავალშიც ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად", - განაცხადა პრემიერმა.