გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერი ოპოზიციაზე: ისინი მოქმედებენ არა ქართული საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, არამედ მათი ერთადერთი მოტივაციაა, თუ რას იტყვის ამ ყველაფერზე „კოლექტიური კუბილიუსი"

6-09-2024

პოლიტიკოსი, რომელიც არის პასუხისმგებლობით განმსჭვალული საკუთარი ქვეყნის წინაშე, უნდა ეყრდნობოდეს საზოგადოების განწყობებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია ყოველ ჯერზე, როდესაც საუბრობენ, ეყრდნობიან ხოლმე არა ქართული საზოგადოების განწყობებს, არამედ კუბილიუსის, რასას და სხვა უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებს.


„ეს არის მათი ყოველდღიური დღის წესრიგი. რეალურად, პოლიტიკოსი, რომელიც არის პასუხისმგებლობით გამსჭვალული საკუთარი ქვეყნის წინაშე, უნდა ეყრდნობოდეს სწორედ საზოგადოების განწყობებს, იგივე, რა კითხვაც დაისვა, მაგალითად კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ლგბტ პროპაგანდას. ისინი რომ მოქმედებდნენ ქართული საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, ბუნებრივია, ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერდნენ, მაგრამ ისინი მოქმედებენ არა ქართული საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, არამედ მათი ერთადერთი მოტივაცია არის, თუ რას იტყვის ამ ყველაფერზე „კოლექტიური კუბილიუსი". ამ ყველაფრით, რა თქმა უნდა, ისინი დამარცხდებიან ამ საპარლამენტო არჩევნებზე", - აღნიშნა პრემიერმა.