გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გია აბაშიძე: არავის დავიწყებია ჰელსინკის კომისიის უარგუმენტო განცხადება, თითქოს „ქართული ოცნება“ ე.წ. ქოლ ცენტრებიდან ამოღებული თანხებით ებრძოდა ოპოზიციას

6-09-2024

„ძებნილი დავით კეზერაშვილის ბანდის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვაც დადასტურებულია და ამ საქმის ნებისმიერი დისკრედიტაციის მცდელობა კეზერაშვილების ავაზაკობის ტოლფარდია“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შესახებ, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ „ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩაირიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე“ აბაშიძე ჰელსინკის კომისიის ადრინდელ განცხადებასაც იხსენებს, რომლის თანახმადაც, კომისია „ქართულ ოცნებას“ ქოლცენტრებიდან მიღებული თანხების ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებაში ადანაშაულებდა.


როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, რაც დრო გადის და ირკვევა მახინჯი აგენტოკრატიის „საგმირო საქმენი" და რადიკალურ ოპოზიციაში მათი ე.წ. კასტინგშიც ჩავარდნები, მით უფრო კომიკური ხდება ნებისმიერი "შეშფოთება-აღშფოთება".


„პროკურატურის ხელმძღვანელობისას, გიორგი გაბიტაშვილის პირველი რეზონანსული საქმე - ძებნილი დავით კეზერაშვილის ბანდის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვაც დადასტურებულია და ამ საქმის ნებისმიერი დისკრედიტაციის მცდელობა კეზერაშვილების ავაზაკობის ტოლფარდია.


ტრადიციულად, ანგარებიანი „ნაცშავკების" წკმუტუნი გასაგებია, ისევე როგორც მათი ასევე ზნედაცემული საგარეო მფარველების, რომელთაც სხვადასხვა ხმამაღალი "ტიტულები" აქვთ. არავის დავიწყებია ლობისტებით დახუნძლული ჰელსინკის კომისიის სტანდარტულად მცდარი, უარგუმენტო, მყვირალა განცხადება საქართველოზე, რომ თითქოს „ქართული ოცნება" ე.წ. ქოლ ცენტრებიდან ამოღებული თანხებით ებრძოდა ოპოზიციას. ახლა როგორ მოიქცევიან უზნეო საგარეო ლობისტები - არ შეიმჩნევენ ჩვენი ქვეყნის პროკურატურის განცხადებას თუ გენპროკურორი გაბიტაშვილის პროფესიონალიზმს ვითომ დაარტყამენ? რაც დრო გადის და ირკვევა მახინჯი აგენტოკრატიის „საგმირო საქმენი" და რადიკალურ ოპოზიციაში მათი ე.წ. კასტინგშიც ჩავარდნები, მით უფრო კომიკური ხდება ნებისმიერი „შეშფოთება-აღშფოთება".


მხოლოდ ენის მხრივ განსხვავდებიან კრებსითი გიორგი ვაშაძეებისა და მისნაირი დოქსოპულოებისგან. ირკვევა, რომ საქართველოში თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს გახსნილი ჰქონდა ოფისი, საიდანაც ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა. ამის შესახებ ინფორმაცია აქამდეც არსებობდა, მაგრამ ამჯერად საქმეში მეტი კონკრეტიკა გაჩნდა. კერძოდ, ირკვევა რომ მოპარული ფული კეზერაშვილის და მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე ირიცხებოდა. ეს ფაქტობრივი გარემოება უკვე სერიოზულად ცვლის არსებულ ვითარებას. თუ აქამდე კეზერაშვილის კვალზე აბსტრაქტულად საუბრობდნენ, ახლა მტკიცებულებები ხელის გულზე დევს. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ გამოძიებას გენერალური პროკურატურა ევროპელ სამართალდამცველებთან ერთად იძიებს. რეიტინგებში მუდმივად ჩამორჩენილი "ოფშორვიზიის" ანუ ტვ "ფორმულის" ვითომ პატიოსანი „ჟურნალიუგების" სასოწარკვეთილ წკავწკავს ნუ მიაქცევთ ყურადღებას“, - წერს გია აბაშიძე.