25-10-2018
სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით საარჩევნო სიებიდან 19 გარდაცვლილის სახელი და გვარი ამოიღეს. საოლქო კომისიებში განაცხადები შევიდა სიებში ამომრჩევლების დამატებასთან დაკავშირებითაც.
N4 ახალციხის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია კაპანაძე ამბობს, რომ მის უბანზე ადგილბორივები საარჩევნო სიებში საკუთარი თავის გადამოწმებას აქტიურად ცდილობენ: „განცხადებით კი მხოლოდ ერთმა პირმა მოგვამრთა, არ იყო სიაში და ჩავსვით“.
სიაში დამატების შესახებ ერთი განცხადება დაფიქსირდა N1 ახალციხის საარჩევნო უნაბზეც: „ერთი ქალი მოვიდა, სახლი ახლა აქ ვიყიდე და სიაში ჩამსვით, არ ვარო. თავმჯდომარეს გადავეცით და მოაგვარა“.
ახალციხის საარჩევნო ოლქში უბნებიდან სიებთან დაკავშირებით სულ რვა განცხადება შევიდა: „მიცვალებულის სახელისა და გვარის ამოღებას მხოლოდ ერთი ეხებოდა. დანარჩენი განცხადებები სიებში მოქალაქეების დამატების და სხვა საკითხების შესახებ იყო. მაგალითად, მუნიციპალიტეტში გვაქვს წინუბნის ორი უბანი, ერთი ქართული და მეორე სომხური, ამომრჩევლებს მითითებული არასწორად ჰქონდათ ის, თუ რომელ ტერიტორიულ ერთეულში უნდა მიეცათ ხმა, ქართულში თუ სომხურში“, – ამბობს N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი. ამ ოლქში ერთიანი საარჩევნო სიით სულ 31 720 ამომრჩველიაა.
26 703 ამომრჩეველი ჰყავს N36 ბორჯომის საარჩევნო ოლქს. აქ სიებში ცვლილებასთან დაკავშირებით 12 განცხადება შევიდა. მათ შორის ცხრა სიიდან გარდაცვლილი პირების ამოღებას, სამი კი სიებში ამომრჩევლების დამატებას ეხებოდა.
„ექვსი საზღვარგარეთ გარდაცვლილი იყო, დანარჩენი გარდაცვლილები კი ციხისჯვრის უბანში ეწერნენ“, – გვითხრა ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან დევიძემ.
N38 ადიგენის საარჩევნო ოლქს, სადაც ერთიანი სიით 15 500 ამომრჩეველია, განცხადებით 13–მა მოქალქემ მიმართა, ქედან ცხრა მიცვალებულების სიიდან ამოღებას, ხოლო სამი სიაში მოქალაქეების დამატებას ეხებოდა.
N39 ასპინძის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ნიკა ლოლაძის თქმით, მათთან „მკვდარ სულებთან“ დაკავიშრებით განცხადება არ შესულა: „სიაში მხოლოდ რამდენიმე მოქლაქის დამატება მოგვიხდა“. საბოლოოდ ასპინძის ოლქში ერთიანი საარჩევნო სიით, 9 752 ამომრჩველი განისაზღვრა.
N41 ნინოწმინდის და N40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქებისთვის, მიცვლაებულების სიებიდან ამოღებასთან დაკავშირებით, არავის მიუმართავს.
„რამდენიმე განცხადება შემოვიდა სიაში მოქალაქეების დამატების შესახებ“ – გვითხრა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა ზურაბ მელიქიძემ.
ნინოწმინდაშ სიით 11 336 ამომრჩველია, ახალქალაქში კი – 38 000.
საარჩევნო სიებში ცვლილების შეტანის ვადა 15 ოქტომბერს ამოიწურა. სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ერთიანი საარჩევნო სიით რეგისტრირებული სულ 133 011 ამომრჩეველია.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.