გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ნაცსექტის საარჩევნო პროგრამა იმდენად მაზალოა, თავად რომ შეგვახსენონ - მორცხვად უტყდებათ

7-09-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო პროგრამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საარჩევნო პროგრამა, იმდენად სუსტია, რომ ამომრჩევლისთვის პროგრამის შეხსენება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სირცხვილის გამო არ სურთ.

„ჩვენ მაინც "დავააფდეიტოთ" პერიოდულად ნაცსექტის საარჩევნო პროგრამა. იმდენად მაზალოა, თავად რომ შეგვახსენონ - მორცხვად უტყდებათ. მაშ ასე, სექტის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე:

„ივამედიდან“ თავისუფლებაზე გამოვა ბელადი

კონსტიტუციიდან გაქრება ჩანაწერი მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის შესახებ და საპატრიარქოს შეუწყდება დაფინანსება

რუსეთს დაუწესდება ეკონომიკური სანქციები, გაუქმდება უვიზო მიმოსვლა და ავიაფრენები

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განლაგებულ საოკუპაციო ჯარს მიეცემა 48 საათი საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად

გაუქმებული იქნება შეთანხმება ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების თაობაზე

აღიარებული იქნება კოსოვოს და ტაივანის დამოუკიდებლობა

კონსტიტუციაში შევა ჩანაწერი, LGBTQ+ თემის განსაკუთრებული როლის თაობაზე ქვეყნის ცხოვრებაში

სასამართლო და საარჩევნო სისტემების დაკომპლექტება გადავა საერთაშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეობის ქვეშ "ქართული ოცნება" გამოცხადდება კანონგარეშე პარტიად, მის წევრებს გაასამართლებენ, ხოლო წევრების თაობაზე ინფორმაციის მოწოდებისთვის დაწესდება ფულადი ჯილდო

დაკანონებული იქნება არასრულწლოვანთა მიერ სქესის შეცვლის უფლება, ერთნაირსქესიანთა ქორწინება და მათ მიერ ბავშვთა აყვანის შესაძლებლობა

ეკლესია-მონასტრების ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება სარევიზიო კომისიაში ლიცენზიის აღება. კომისიის თავმჯდომარე: მეუფე პეტრე, წევრები: ილია ჭიღლაძე, პეტრე კოლხი, ზაზა თავაძე

საქართველოს NATO-ში დაჩქარებული წესით მისაღებად, გაეროს წარედგინება ქვეყნის განახლებული რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე

ამერიკასთან დაწესდება პირდაპირი ავიაფრენები

ბიუჯეტში ჩაიდება ნაცმოძრაობის მომხრეებისთვის განკუთვნილი 1500-ლარიანი პენსიები

ამბულატორიაში მოხვედრილი ოპოზიციის მომხრე მძიმე პაციენტებზე განხორციელდება იძულებითი ევთანაზიის პროცედურები

ჰეტეროსექსუალური ცხოვრების მიმდევრებს დაუწესდება ყოველწლიური სავალდებულო გადასახადი 10 ათასი ლარის ოდენობით ეს მცირე ჩამონათვალი ქვეყნის მოსახლეობის 85%-ის ნებას გამოხატავს თურმე და ამ კურსის გადახვევას, ან არჩევნებში დაფიქსირებულ სხვა "გაყალბებულ" შედეგებს "ცივილიზებული" სამყარო უბრალოდ არ დაუშვებს! ეს ბოლო სამი სიტყვა იკითხება ისტერიული მოთქმით, "იმნაირებისთვის" დამახასიათებელი მიმიკის თანხლებით...“ - წერს დავით ქართველიშვილი.