გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თამარ ჩუგოშვილი: ყოფილი მთავარსარდლის მხრიდან ქართული ჯარის პოლიტიზირება ღირსეული საქციელი არაა

25-10-2018

„28 რიცხვამდე არც ერთი საარჩევნო ყუთი არ იხსნება, ამაზე განცხადება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც გააკეთა. არავინ არ იცის რა შედეგები არის თუნდაც იმ ოლქში, სადაც ქართველი სამხედროები აძლევენ ხმას“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.


„ამიტომ სრული სპეკულაციაა იმაზე საუბარი თუ რა შედეგი დაჯდა და ვის მიანიჭეს უპირატესობა ქართველმა სამხედროებმა. ბოლოს და ბოლოს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოფილ მთავარსარდალს არ ეკადრება ქართველი სამხედროების და ქართული ჯარის პოლიტიზირების თუნდაც მცდელობა, არ არის ეს ღირსეული საქციელი“-აცხადებს დეპუტატი.