გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური ვიდეო-კადრებს ავრცელებს, თუ როგორ ანადგურებს მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერი ნიკო მანაგაძე პარტიის საარჩევნო პლაკატებს

8-09-2024

მმართველი პარტიის პრესსამსახური ვიდეო-კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერი ნიკო მანაგაძე „ქართული ოცნების“ პლაკატებს ხევს და ანადგურებს.


„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს არის საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის პირდაპირი მტკიცებულება და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების“ ქმედებაზე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.


„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით რა რეაქცია ექნება არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ვიდეო-კადრებზე, რომლითაც დასტურდება, რომ „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალის განადგურებას პირადად აორგანიზებს NGO „თავისუფლების“ ლიდერი ნიკო მანაგაძე“, - აცხადებენ მმართველ პარტიაში.


ვიდეოს სანახავად იხილეთ ბმული