გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

7-8 სექტემბერს „გემო ფესტს“ სამეგრელო მასპინძლობს

8-09-2024

7-8 სექტემბერს „გემო ფესტს“ სამეგრელო მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


მათივე ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებული ფესტივალი ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში იმართება.


„გემო ფესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები წარედგინათ.


გემო ფესტის ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყო.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით „გემო-ფესტის“ სტუმრებმა საქართველო - ჩეხეთის მატჩს, სადაც საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 4:1 გაიმარჯვა, სპეციალურ დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.