გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამარ ჩუგოშვილი: ეს ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი

25-10-2018

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, დღეს გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთმა უკრაინულმა ვებ-გვერდმა გაავრცელა და რომლის მიხედვითაც ჩანაწერში საუბრობენ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია, კომენტარს აკეთებს.


,,ჩვენ ახალი არაფერი არ მოგვისმენია, ეს არის ის, რაც ყველამ კარგად ვიცით, ეს ხალხი არის ყველაფერზე წამსვლელი, რომ ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, აბსოლუტურად ყველაფრის მკადრებელი. მათი დამოკიდებულება ქართველი ხალხის და ქვეყნის მიმართ გასაგებია, მაგრამ საქართველოში არც დესტაბილიზაციას, არც არეულობას, არც ქაოსს მომავალი არ აქვს, ეს არის ძალიან მკაფიო. რასაც არ უნდა გეგმავდნენ, ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება პასუხს კიდევ ერთხელ გასცემს არჩევნებზე“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


მან ასევე ისაუბრა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზეც, იკვეთება თუ არა იგი და აღნიშნა, რომ ამის გარკვევა გამოძიების საქმეა.


,,დარწმუნებული ვარ სამართლებრივი ფორმითაც არის რეაგირება საჭირო. პოლიტიკურად ისედაც ყველამ ვიცით ეს ყველაფერი, თითონ ეს ხალხი არის ყველაფერზე წამსვლელი, ყველაფრის მკადრებელი. არ გამოვა ის სცენარი, რასაც გეგმავენ 2012 წლის მერე ყველა არჩევნების წინ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.