გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენს ხალხთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“, დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

8-09-2024

„საკუთარი ქვეყნის წინაშე თქვენი მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა წლების განმავლობაში არაერთხელ დაგიმტკიცებიათ და ეს დაამტკიცეთ 2012 წელსაც, არა მარტო სამცხე-ჯავახეთისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში, როდესაც გაბედეთ და ჩვენთან, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დაუპირისპირდით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, რომელიც ჯერ კიდევ მყარად იდგა ფეხზე და ტოტალური ტერორით ებრძოდა საკუთარ ხალხს,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ახალციხეში შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.


როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ტოლერანტობით განთქმულ ქვეყანაში, ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით უპირისპირებდა მოსახლეობას ერთმანეთს. მისი თქმით, წინა ხელისუფლების მიზანი იყო, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს, საზოგადოებაში ინტეგრაციის საშუალება არ ჰქონოდა.


„ნაციონალური მოძრაობა“ ბედავდა და ტოლერანტობით განთქმულ ქვეყანაში, ეთნიკური, თუ რელიგიური ნიშნით უპირისპირებდა მოსახლეობას ერთმანეთს; არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ერთი მხრივ, აქ მცხოვრებ მოსახლეობას ქართული ენის სრულფასოვნად შესწავლის შესაძლებლობა ჰქონოდა, რათა სახელმწიფოსთან ურთიერთობა გაადვილებოდა, მეორე მხრივ კი მათი მშობლიური ენა დაეცვა. ეს ყველაფერი ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის საშუალება არ ჰქონოდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიეღო. ამ ყველაფრის მიუხედავად, დიდი გამბედაობა გამოიჩინეთ და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლის, თუ უსაფრთხოების ფასად, გვენდეთ და „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეთ მხარი!


თქვენი გამბედაობის შედეგებს კი დღეს თავად იმკით - ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც სამცხე-ჯავახეთის, ისე მთელი ქვეყნის სატკივარს მივხედეთ და ჩვენ ხალხთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“, დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი,“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.