გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შუამთის საბავშვო ბაღის თანამშრომელი ბაღების გაერთიანების უფროსს ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

26-10-2018

ვანის რაიონის სოფელ შუამთის საბავშვო ბაღის თანამშრომელი თეა კორძაძე, ბაღების გაერთიანების უფროსს, გვანცა სიგუას ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.


კორძაძე ჰყვება, რომ ხელმძღვანელის მხრიდან მისი შეურაცხყოფის მიზეზი, მეუღლის მიერ ოპოზიციის კანდიდატის საარჩევნო პლაკატების გაკვრა გახდა. ბაღის თანამშრომლის ინფორმაციით, მას სიგუამ სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა. ბრალდებებს უარყოფს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.


"თვითონ იყო მობრძანებული შეურაცხყოფის მიყენების გამო, რადგან ჩემი მეუღლე არ იზიარებს ამ პოლიტიკურ აზრს, თურმე მეც უნდა დავანებო მუშაობას თავი,"-ამბობს სოფელ შუამთის საბავშვო ბაღის თანამშრომელი, თეა კორძაძე.


rustavi2.ge