გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: პარალიმპიელებთან მიმართებით მიდგომა არის ზუსტად ისეთივე, როგორც ოლიმპიელების შემთხვევაში, ისინი წარდგენილნი იქნებიან შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე

9-09-2024

პარალიმპიელი ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები იქნებიან წარდგენილნი შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, პარალიმპიელებთან მიმართებით მიდგომა არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ოლიმპიელების შემთხვევაში.


„პარალიმპიელებთან მიმართებით მიდგომა არის ზუსტად ისეთივე, როგორც ოლიმპიელების შემთხვევაში და ისინი წარდგენილნი იქნებიან შესაბამის სახელმწიფო ჯილდოებზე ზუსტად იმავე პრინციპით, როგორც წარვადგინეთ ოლიმპიელები. ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები იქნებიან წარდგენილნი შესაბამის სახელმწიფო ჯილდოებზე,"- განაცხადა პრემიერმა.