გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლანჩხუთში ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

26-10-2018

გუშინ საღამოს,  სოფელ ნინოშვილში ღლონტების საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. 


ღლონტების რვა სულიან ოჯახში სამი მცირეწლოვანი და ლოგინად ჩავარდნილი 83 წლის მოხუცი ცხოვრობს. 


წინასწარი ვერსიით ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოძველებული ელექტროსადენები გახდა. 


დაზარალებულების მეზობლის თქმით, სახლს ცეცხლი იმდენად სწრაფად მოედო, რომ სახანძრო ბრიგადის მისვლამდე ის მთლიანად დაიწვა. 

მომხდარის შედეგად ოჯახის წევრები არ დაშავებულან. 


guriismoambe.com