გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გამოსაზამთრებლად მიგრირებული აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მოსახლეობამ მექანიკური მეთოდები უნდა გამოიყენოს

9-09-2024

სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს  ოქტომბრის ბოლომდე განახორციელებს. დღეისათვის, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების მიერ, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 168 180 ჰა ფართობი, ცივი შესხურების მეთოდით - 96  057, 05 ჰა ფართობი, მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებულია 122 231  სპეციალური სადგური და 6487 ფერომონიანი დამჭერი.


“შემოდგომის დადგომასთან ერთად, აზიური ფაროსანა ტყის მასივებიდან საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისაკენ ინაცვლებს. გამოსაზამთრებლად მიგრირებული მავნებლის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა“ –აცხადებენ უწყებაში.  


სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას, სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენებისკენ მოუწოდებს.


მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: